სს "ელმავალმშენებელი" 2016 წლის 04 ივლისიდან აცხადებს აუქციონს.
სს "ელმავალმშენებელი"
2016 წლის 04 ივლისიდან აცხადებს აუქციონს სხვადასხვა სახის ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციის შესახებ.
- ლოტი № 1 – სპილენძის ჯართი:
სუფთა ჯართი – სავარაუდოდ 5643კგ.±30% – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 22289,85 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
კოლექტორების ჯართი –
სავარაუდოდ 3171კგ.±30% – საწყისი სააუქციონო ფასი 11%–იანი დანაკარგის
გათვალისწინებით შეადგენს 11147,65 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს
გარეშე;
გრაგნილების და კოჭების ჯართი – სავარაუდოდ 3592კგ.±30% – საწყისი სააუქციონო ფასი 18%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 11634,49 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
მაღალი ძაბვის სადენების ჯართი – სავარაუდოდ 404კგ.±30% – საწყისი სააუქციონო ფასი 43%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 909,61 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
დაბალი ძაბვის სადენების ჯართი – სავარაუდოდ 922კგ.±30% – საწყისი სააუქციონო ფასი 60%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 1456,76 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
ლოტზე ვაჭრობის ბიჯი – 10 ცენტი 1 კილოგრამ ჯართზე.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს
"ბე", ლოტის ღირებულების 10%-ის ოდენობით (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე შემდეგ რეკვიზიტებზე:
USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.
დოლარის ლარში გაანგარიშება მოხდება აუქციონის ჩატარების დღეს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
წაგების შემთხვევაში "ბე" მონაწილეს დაუბრუნდება უკან. ლოტში
კონკურენტის გარეშე მონაწილე პრეტენდენტი ავტომატურად გამოცხადდება
გამარჯვებულად.
მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის
ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო
გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა
საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.
აუქციონში მოგებული ლოტი #1 განსაზღვრული ჯართის გადაწონვა
განხორციელდება სს "ელმავალმშენებელის" ელექტრონულ სასწორზე.
აუქციონში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია თავისი ხარჯებით
უზრუნველყოს მოგებული საქონლის ტრანსპორტირებისათვის ტრანსპორტის დაქირავება.
სხვა კონკრეტული დეტალები დაზუსტებული იქნება პრეტენდენტთან გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
აუქციონი გაიმართება 2016 წლის 08 ივლისს 1200 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.
აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული
ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის
მითითებით.
2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (დედანი).
3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:
ტელ. 5 14 30 88 33, 5 93 922 802, 5 77 003 707
სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.