

ხიდური ამწე ГП 50/12,5 (გამოშვების წელი - 1990) – სავარაუდოდ 35 ტონა – 1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 350 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს
"ბე" ლოტის ღირებულების 10% ოდენობით (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს ჩათვლით შემდეგ რეკვიზიტებზე:
USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.
დოლარის
ლარში გაანგარიშება მოხდება აუქციონის ჩატარების დღეს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.
სხვა კონკრეტული დეტალები დაზუსტებული იქნება პრეტენდენტთან გასაფორმებელ ორმხრივ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1300 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
აუქციონი გაიმართება 2015 წლის 19 აგვისტოს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.
აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ (მონაწილეზე სრული
ინფორმაციის გათვალისწინებით: მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი);
2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (დედანი).
3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ განახლებული ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:
ტელ. 5 14 30 88 33, 5 93 922 802, 5 77 003 707,
სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.