

სს "ელმავალმშენებელი" 2011 წლის 1 მართიდან აცხადებს აუქციონს 320 ტონა მეორადი რელსის (R-50, R-65) რეალიზაციის შესახებ.
1 ტონა მეორადი რელსის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 260 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე" (საერთო საწყისი ღირებულების, 83 200 დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე, 20% – 16 640 დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე), შემდეგ რეკვიზიტებზე: სს "საქართველოს ბანკი" ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: BAGAGE22, სს "ელმავალმშენებელი", ანგარიშის ნომერი: 34069810200010330000.
მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება ობიექტზე და "ბე" არ დაუბრუნდება.
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველდღე უქმი დღეების გარდა, 1000–დან 1500–საათამდე. (ქ.თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული).
აუქციონი გაიმართება 2011 წლის 16 მარტს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.
აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
გამარჯვების გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის შესახებ შეიძლება მიიღოთ:
ტელ. 65 10 34, 8 77 55 10 34, 8 77 43 47 42
სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სატენდერო და სააუქციონო კომისია.