სს "ელმავალმშენებელში" სიახლეა. დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ტიპის ახალი სპექტრომეტრები ДФС-500 (შავი და ფერადი ლითონებისათვის) და МФС-11 (ზეთებისათვის).
ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურეობას:
1. ДФС-500 სპექტრომეტრით ქვევით ჩამოთვლილ ლითონებში და მათ შენადნობებში ძირითადი ელემენტების და მინარევების განსაზღვრას 0,0001 სიზუსტით (შესამოწმებელი ნიმუშის ზედაპირი მინიმუმ 2 კვ.სმ):
- ჩვეულებრივი ფოლადი
- დაბალლეგირებული ფოლადი
- მაღალლეგირებული ფოლადი
- ქრომიანი და ნიკელიანი ფოლადი
- თუჯი
- თითბერი
- სპილენძი
- ალუმინი
- ალუმინის შენადნობები
- სილუმინი
- თუთიის შენადნობები
- კალა
- კალა–ტყვიის შენადნობები
2. МФС-11 სპექტრომეტრით ქვევით ჩამოთვლილი ზეთების შემადგენლობაში ლითონური მინარევების განსაზღვრა:
- კომპრესორის (К-12, К-19, КС-19)
- ინდუსტრიალური (И-12, И-20, И-30, И-40)
- ძრავის (М10в2, М8г2к, М8в2)
- ღერძის (Л, З, С)
ჩატარებული ანალიზის საფუძველზე სს "ელმავალმშენებელის" აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ გაიცემა შესაბამისი დასკვნა.