

სს ”ელმავალმშენებლის” მიერ გამოშვებული ВЛ10, ВЛ11М, ВЛ15 სერიის ელმავლები ახორციელებენ დსთ-ს ქვეყნების რკინიგზების სატვირთო გადაზიდვების ნახევარზე მეტს.
სს "ელმავალმშენებელი" არის მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების ერთადერთი მწარმოებელი დსთ–ს ტერიტორიაზე. სს "ელმავალმშენებელის" ელმავლები ВЛ10У, ВЛ11М, ВЛ15 აწარმოებენ დსთ–ს რკინიგზების ნახევარზე მეტ ყველა სატვირთო გადაზიდვებს.საწარმოს გააჩნია სამრეწველო კოქსმქრობი ელმავლების ЭК-15, ЭК-14У, ЭК-14, ЭК-13–ის 35 წლიანი წარმოების პრაქტიკა და ტრადიციები. სს "ელმავალმშენებელი" მოცემული ტიპის ელმავლების ერთადერთი მწარმოებელია ყოფილი დსთ–ს ტერიტორიაზე, რომელსაც გააჩნია წარმოებისათვის საჭირო გამოცდილება.
საწარმო წარმატებულად აწარმოებს სხვადასხვა მოდიფიკაციების მაგისტრალური და სამრეწველო ელმავლების მოდერნიზაციას და კაპიტალურ შეკეთებას დამკვეთების მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
საწარმოს შემადგენლობაში შედის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო (სსბ). მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და საკონსტრუქტორო პოტენციალი საშუალებას აძლევს სსბ–ს მოკლე ვადებში წარმატებით შექმნას ახალი ელმავლების, კვანძების და მათი აგრეგატების პროექტები. ელმავლების ნაწილი შექმნილია სსბ–ს მიერ პირველად მსოფლიოში.