1939 წელი. თბილისის ორთქმავალვაგონშემკეთებელი ქარხნის გაფართოვებასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება მთლიანად ქარხნის გადატანა ქალაქის ბოლოში მისი ერთდროული რეკონსტრუქციით. |
1945 წელი. ელმავალშემკეთებელმა საამქრომ შეასრულა მოტორ–ვაგონური შემადგენლობის მოდერნიზაცია, რომელიც მუშაობდა მუდმივი დენის 3000 ვოლტ ძაბვაზე. |
1949 წელი. ქარხანა გაიშვა ექსპლუატაციაში როგორც ლოკომოტივშემკეთებელი. |
1956 წელი. სკკპ ცკ და სსრკ მინისტრთა საბჭოს მიერ ქვეყნის სარკინიგზო ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებით და მაგისტრალური ელმავლების მოთხოვნილების გაზრდის გამო მიღებულია გადაწყვეტილება თბილისის ლოკომოტივშემკეთებელ ქარხანაში მაგისტრალური ელმავლების აშენებეის შესახებ. |
1957 წელი. თბილისის ლოკომოტივშემკეთებელ ქარხანას დაერქვა ელმავალმშენებელი ქარხანა. იწყება ქარხნის რეკონსტრუქცია და გაფართოვება. პირველი ელმავალი Н8-201, შემდგომში ВЛ8-201, გამოშვებულია ქარხნის მიერ ამავე წლის 30 დეკემბერს. ასე დაედო საწყისი მაგისტრალური ელმავლების მშენებლობას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. |
1958 წელი. ელმავალმშენებლობის დარგში ტექნიკური პროგრესის ტემპების დაჩქარების მიზნით ქარხანაში ორგანიზებულია სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო (სსბ) ახალი მაგისტრალური ელმავლების დაპროექტებისათვის, ათვისებულია ელმავლის ძირითადი კვანძების წარმოება: წევის ძრავის, დამხმარე მანქანების, გაშვების მარეგულირებელი აპარატების, დაცვის აპარატურის ნაწილების, დენმიმღების და სხვა, სულ დაახლოებით 1000 კვანძი და დეტალი. არსებობის პირველ ათწლეულში თემქ–აში ათვისებულია ელმავლის 250 ათასი კვანძის და დეტალის გამოშვება, მოთხოვნილი რაოდენობის 80%–მდე. |
1961 წელი. შეიქმნა Т8 შემდგომში ВЛ10 სერიის მუდმივი დენის რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავალი.
|
1963-1967 წლები. 1963–1965 წწ. ქარხანაში სსბ–ს მიერ დაპროექტდა, ხოლო 1966-1967 წწ. ამ პროექტის მიხედვით აშენდა ორი საცდელი ცვლადი დენის 25 კვოლტი ძაბვის 50 ჰერცი სიხშირის სამგზავრო ელმავლები ВЛ40 160 კმ/საათში კონსტრუქციული სიჩქარით და ჯგუფური III კლასის ამძრავით რომლებისათვის დამზადებული იქნა 1600 კვატი სიმძლავრის მუდმივი დენის წევის ძრავები ТЛ1. |
1966 წელი. ქარხნის სსბ–მ დააპროექტა და ააწყო ВЛ-8В – მსოფლიოში პირველი მუდმივი დენის 3 და 6 კვოლტ ძაბვაზე მომუშავე ელმავალი იმპულსური რეგულირებით. |
1970 წელი. ათვისებულია ЭК13 სერიის სამრეწველო კოქსმქრობი ელმავლების წარმოება, რომლებმაც ცნობილი გახადა თემქ–ის მარკა სსრკ–ს ფარგლებს გარეთ. პირველი სამრეწველო ელმავლები ЭК-13 გაიგზავნა თურქეტში, ინდოეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და ჩეხოსლოვაკიაში. |
1971 წელი. ქარხნის კოლექტივის მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაო ელექტროთაკარების ЭШ-186 ათვისებასთან და გამოშვებასთან დაკავშირებით, განკუთვნილია სასაწყობო მეურნეობაში დატვირთვის და განტვირთვის სამუშაოების მექანიზაციისათვის, რომლებიც გამოიყენებოდა არა მარტო სსრკ–ში, არამედ იგზავნებოდა უნგრეთში , იუგოსლავიაში, თურქეთში, იემენში, ერაყში და ინდოეთში. ელექტროთაკარებს ЭШ-186 არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საერთაშორისო სამრეწველო გამოფენებში ბუდაპეშტში, ბუხარესტში, ბრნოში, ლეიპციგში. |
1973 წელი. ნახევარგამტარიანი ტექნიკის მიღწევების გამოყენების შედეგად სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შეიქმნა ახალი სამრეწველო ელმავალი ტირისტორული მართვით ЭК14, რომელიც ექსპლუატაციაში უზრუნველყოფდა მაღალ საიმედობას, მართვის ავტომატიზაციას და ტექნოლოგიური სიჩქარეების ზუსტ სტაბილიზირებას, ЭК14 წარმატებით მუშაობენ ყოფილი სსრკ–ს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეტალურგიულ კომბინატებში. |
1974 წელი. მუდმივი დენით ელექტრიფიცირებულ რკინიგზებზე გადაზიდვის უნარის ზრდისათვის შეიქმნა ახალი ВЛ11 სერიის რვაღერძიანი მაგისტრალური სატვირთო ელმავალი.ВЛ11 ტიპის ელმავლები გამოდის ორსექციანი შესრულებით, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ლოკომოტივის ფორმირება სამი და ოთხი სექციიდან, რომლებიც მუშაობენ მრავალი ერთეულთა სისტემით. ВЛ11 ელმავალს სამი სექციით შეუძლია ატაროს მძიმე წონის მატარებლები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რკინიგზის გამტარუნარიანობას და ამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს. |
1976 წელი. დაიწყო ВЛ10У ელმავლის გამოშვება ღერძზე 25 ტ.ძ დაწოლით. |
1978 წელი. დაიწყო ახალი, ЭШ-188М გაუმჯობესებული კონსტრუქციის ელექტროთაკარის გამოშვება, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. მუდმივი დენის ელმავლების მოთხოვნილების ზრდის დასაკმაყოფილებლად ჩატარებულია ქარხნის გენერალური რეკონსტრუქცია, რომელიც ითვალისწინებს არსებული ფართების რეკონსტრუქციას და ახალი საწარმო ფართების მშენებლობას ელმავლის სავალი ნაწილების დამზადება უახლესი მოწყობილობებით აღჭურვის გათვალისწინებით, ამის შედეგად გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გაორმაგდა. |
1985 წელი. ქარხანაში სსბ–ს პროექტის მიხედვით შეიქმნა მძლავრი თორმეტღერძიანი მუდმივი დენის მაგისტრალური ВЛ15 ტიპის ელმავალი. |
1992 წელი. 1990 წელს დაიწყო და 1992 წელს დასრულდა ახალი Э-13 ელმავლის დაპროექტება. იმავე წელს დამზადდა 2 ახალი ელმავალი. |
1993 წელი. თბილისის ელმავალმშენებელმა ქარხანამ განიცადა რეორგანიზაცია და მას დაერქვა ახალი სახელი სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებელი“. |
2000 წელი. 2000 წელს საქართველოს რკინიგზის შეკვეთით დაპროექტდა და დამზადდა 2 ახალი სამგზავრო ელმავალი 4Е1. აგრეთვე საქართველოს რკინიგზის შეკვეთით ჩატარდა რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავლის გადაკეთება–მოდერნიზაცია ოთხღერძიან მაგისტრალურ 4Е10 ელმავლად. |
2005 წელი. სს "ელმავალმშენებელის" სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს პროექტით აშენდა ახალი კოქსმქრობი ელმავალი ЭК-15. |
2007 წელი. დაიწყო ВЛ11М/5 ელმავლის გამოშვება, რომელიც არის ВЛ11 ელმავლის მოდიფიკაცია. ელმავალზე არსებითად შემცირდა მეტალის შემცველობა, გაზრდილია მემანქანის ჯიხურის მოცულობა, დაყენებულია გაუმჯობესებული მემანქანის და მემანქანის თანაშემწის მართვის პულტები, დაყენებულია MORS SMITT (გერმანია) წარმოების ავტომატური ამომრთველები და რელეები. |
2008 წელი. შპს „ბელონის“ დაკვეთით სს „ელმავალმშენებელმა“ დააპროექტა და გამოუშვა ახალი ოთხღერძიანი ელმავალი 4E10I.უკრაინის რკინიგზის შეკვეთით დაიწყო ახალი ВЛ11М/6 ელმავლების გამოშვება. ელმავალი ВЛ11М/6 არის ВЛ11 ელმავლის მოდიფიკაცია. ელმავალზე დანერგილია შემდეგი სიახლეები: ელმავლის მართვის მიკროპროცესული სისტემა, დიაგნოსტიკის და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები, სტატიკური გარდამსახები, მოდულირი კაბინა, შუშაპლასტიკის მართვის პულტი და სხვა. |
|
|