სს "ელმავალმშენებელი" 2011 წლის 5 მაისიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2011 წლის 5 მაისიდან აცხადებს აუქციონს ავტომობილის "Nissan PATROL GR" რეალიზაციის შესახებ. გამოშვების წელი – 1996 წელი, მანქანა არის არამუშა მდგომარეობაში, საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 2500 აშშ დოლარს(ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
გამარჯვების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 7(შვიდი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება დ.ღ.გ.–ს ჩათვლით შემდეგ რეკვიზიტებზე: სს "საქართველოს ბანკი" ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: BAGAGE22, სს "ელმავალმშენებელი", ანგარიშის ნომერი GEL: 34069810200010330000, ანგარიშის ნომერი USD: 34168400200010330000, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 10:00–დან 15:00–საათამდე. (ქ.თბილისი, გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული).

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის 
    გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით;
2. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი;
3. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
4. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).

დამატებითი ინფორმაცია აუქციონის შესახებ შეიძლება მიიღოთ:
ტელ. 65 10 34, 8 77 55 10 34
სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სატენდერო სა სააუქციონო კომისია.