სს "ელმავალმშენებელი" აცხადებს ინტერესთა გამოხატვას.


სს „ელმავალმშენებელი“ 2018 წლის 24 იანვრიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას

მის საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილის რბილი გადახურვის მოწყობის შესახებ.

 

 

ლოტი #1

სააქციო საზოგადოების #3 კორპუსის სახურავის ნაწილის - 3500მ2 ფართობის რბილი გადახურვის მოწყობა.


წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 31 იანვარი, 12:00 საათი.


წინადადებების მიღების ადგილი: დ.გურამიშვილის გამზირი #84, ადმინისტრაციული შენობის ოთახი #216.


კონკურსში გამარჯვების კრიტერიუმია: ყველაზე დაბალი ფასის შემოთავაზება.


კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულ
  • უზრუნველყოს სახურავის ზედაპირის ნაწილზე ცემენტის ხსნარის მოჭიმვა და სამშენებლო ბიტუმით დამუშავება (480მ2), შუქფანრებისა და პარაპეტების ნაწილზე წყალამრიდების მოწყობა (80მ2), სახურავის ზედაპირის დამუშავება პრაიმერის ხსნარით (3500მ2), გადახურვა ჰიდროსაიზოლაციო მასალით (ლინოკრომი) ღარები: ორი ფენა (1200მ2), საერთო გადახურვა ერთი ფენა (3500მ2).
  • სამუშაოს შესრულების ვადა - 45 კალენდარული დღე, მუშაობისათვის არახელსაყრელი დღეების გამოკლებით (იგულისხმება წვიმიანი და ქარიანი დღეები) რომელთა არსებობის შესახებ მხარეები აღნიშნავენ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში.
  • შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა - 5 წელი.
  • ყველა სხვა კონკრეტული პირობ გაიწერება პრეტენდენტთან გასაფორმებელ ორმხრივ ხელშეკრულებაში.

შემსყიდველის უფლება-მოვალეობები:

შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ინტერესთა გამოხატვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ. 5 99 79 11 32, 5 14 30 88 33