სს "ელმავალმშენებელი" აცხადებს კონკურსს.
სს „ელმავალმშენებელი“ 2017 წლის 25 დეკემბრიდან აცხადებს
ინტერესთა გამოხატვას
მის საკუთრებაში
არსებული ხიდური ამწის რეალიზაციის შესახებ.
ლოტი #1
ხიდური ამწის (ინვ.#2043,
ტ/ა-10ტ, გადაწვდომის სიგრძე - 16,5მ., ექსპლუატაციაში შესვლის წელი - 1983) - 1 ცალი.
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 29 დეკემბერი 12:00 საათი.
წინადადებების მიღების ადგილი: დ.გურამიშვილის გამზირი #84, ადმინისტრაციული შენობის
ოთახი #216.
კონკურსში გამარჯვების კრიტერიუმია: ყველაზე მაღალი ფასის შემოთავაზება.
განსაკუთრებული პირობა:
პრეტენდენტბი ვალდებულნი არიან
წარმოადგინონ თავისი წინადადებები დალუქულ კონვერტებში.
დემონტაჟის ადგილი უნდა შემოიღობოს
დროებითი შემოღობვით.
კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია:
საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს
ხიდური ამწის დემონტაჟისათვის საჭირო ტექნიკისა და მუშა ხელის დაქირავება და შესაბამისი
სამუშაობეის განხორციელება;
დემონტაჟის დროს არ დააზიანოს
ახლოს მდებარე დაზგა-დანადგარები;
დემონტაჟის დასრულების
შემდეგ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დაქირავება და შეძენილი საქონლის საზოგადოების
ტერიტორიიდან გადატვირთვა;
ხიდური ამწის დემონტაჟისას
დაიკისროს უსაფრთხოების წესების და პირობების სრული დაცვა და პასუხისმგებლობა;
ყველა სხვა კონკრეტული
პირობა გაიწერება პრეტენდენტთან გასაფორმებელ ორმხრივ ხელშეკრულებაში.
შემსყიდველის უფლება-მოვალეობები:
შემსყიდველი
იტოვებს უფლებას ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ინტერესთა გამოხატვის
პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი
ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე.
დამატებითი
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ. 5 99
79 11 32, 5 14 30 88 33