სს "ელმავალმშენებელი" აცხადებს ინტერესთა გამოხატვას.


სს „ელმავალმშენებელი“ 2017 წლის 27 ნოემბრიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას

მის საკუთრებაში არსებული ხიდური ამწის რეალიზაციის შესახებ.


 

ლოტი #1
ხიდური ამწე (ინვ.#1914, ტ/ა-5ტ. ექსპლუატაციაში შესვლის წელი - 1982) - 1 ცალი. 





წინადადების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 04 დეკემბერი, 12:00 საათი

წინადადების მიღების ადგილი: დ. გურამიშვილის გამზირი #84, ადმინისტრაციული შენობის ოთახი #216.

კონკურსში გამარჯვების კრიტერიუმია: ყველაზე მაღალი ფასის შემოთავაზება.

განსაკუთრებული პირობა:
  • პრეტენდენტები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ თავისი წინადადებები დალუქულ კონვერტებში;
  • დემონტაჟის ადგილი უნდა შემოიღობოს დროებითი შემოღობვით.

კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია:

  • საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხიდური ამწის დემონტაჟისათვის საჭირო ტექნიკისა და მუშა ხელის დაქირავება და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება;
  • დემონტაჟის დროს არ დააზიანოს ახლოს მდებარე დაზგა-დანადგარები;
  • დემონტაჟის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დაქირავება და შეძენილი საქონლის საზოგადოების ტერიტორიიდან გადატვირთვა;
  • ხიდური ამწის დემონტაჟისას დაიკისროს უსაფრთხოების წესების და პირობების სრული დაცვა და პასუხისმგებლობა;
  • ყველა სხვა კონკრეტული პირობები გაიწერება პრეტენდენტთან გასაფორმებელ ორმხრივ ხელშეკრულებაში.


შემსყიდველის უფლება-მოვალეობები:

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ინტერესთა გამოხატვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე.



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ. 5 99 79 11 32, 5 77 003 707