სს "ელმავალმშენებელი" აცხადებს ინტერესთა გამოხატვას.


სს „ელმავალმშენებელი“ 2017 წლის 24 ოქტომბრიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას

მის საკუთრებაში არსებული მეორადი დაზგა-დანადგარების რეალიზაციის შესახებ.


 

ლოტი #1
სახარატო ხრახნმჭრელი ჩარხი (მოდელი 16К16КП) - 1 ცალი. 


ლოტი #2
უნივერსალური საღარავი ჩარხი (მოდელი 6П80Ш) - 1 ცალი. 

ლოტი #3
ჰორიზონტალურად საღარავი ჩარხი (მოდელი 6Р80) - 1 ცალი. 

ლოტი #4
ბრტყლად სახეხი ჩარხი (მოდელი 3Г71) - 1 ცალი. 

ლოტი #5
საზეინკლო დაზგა (ე.წ. „ვერსტაკი“) - 4 ცალი. 

ლოტი #6
თუჯის მოსანიშნ-შესამოწმებელი ფილა (ზომები - 1000 X 1600 მმ.) - 2 ცალი. 


წინადადების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 31 ოქტომბერი, 12:00 საათი

წინადადების მიღების ადგილი: დ. გურამიშვილის გამზირი #84, ადმინისტრაციული შენობის ოთახი #216.

კონკურსში გამარჯვების კრიტერიუმია: ყველაზე მაღალი ფასის შემოთავაზება.

განსაკუთრებული პირობა:
  • პრეტენდენტები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ თავისი წინადადებები დალუქულ კონვერტებში;
  • დემონტაჟის ადგილი უნდა შემოიღობოს დროებითი შემოღობვით.

კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია:

  • საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაზგა-დანადგარის დემონტაჟისათვის საჭირო ტექნიკისა და მუშა ხელის დაქირავება;
  • დემონტაჟის დროს არ დააზიანოს ახლოს მდებარე დაზგა-დანადგარები;
  • დემონტაჟის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დაქირავება და შეძენილი საქონლის საზოგადოების ტერიტორიიდან გადატვირთვა;
  • დაზგა-დანადგარის დემონტაჟისას დაიკისროს უსაფრთხოების წესების და პირობების სრული დაცვა და პასუხისმგებლობა;
  • ყველა სხვა კონკრეტული პირობები გაიწერება პრეტენდენტთან გასაფორმებელ ორმხრივ ხელშეკრულებაში.


შემსყიდველის უფლება-მოვალეობები:

  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ინტერესთა გამოხატვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე.



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ. 5 99 79 11 32, 5 77 003 707