სს "ელმავალმშენებელი" აცხადებს ინტერესთა გამოხატვას.
სს
"ელმავალმშენებელი" 2017 წლის 16 აგვისტოდან
აცხადებს ინტერესთა გამოხატვას
მის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის
შესახებ.
ობიექტი:
საკადასტრო კოდი: 01.12.01.003.169
ქ. თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი #84
ნომენკლატურა:
დემონტაჟი
სადემონტაჟო ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები:
- სამშენებლო მოცულობა (კუბ.მ) 20 000
- 0.00 ნიშნულის ზევით (კუბ.მ) 18 000
- 0.00 ნიშნულის ქვევით (კუბ.მ) 2 000
- შენობა-ნაგებობის ფართი (კუბ.მ) 2 300
- შენობა-ნაგებობის სიმაღლე (მ) 8,7
შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კლასიკური ტიპის განაშენიანებას, გააჩნია პანელური ტიპის ბრტყელი გადახურვა. აშენებულია 1980-1982 წლებში. 90-იანი წლების დასაწყისამდე ფუნქციონირებდა როგორც საწარმოო ტიპის საამქრო. შენობას შენარჩუნებული აქვს სამშენებლო კონსტრუქციები (კედლის პანელები და გადახურვის პანელები), რომლებიც ნაწილობრივ დაზიანებულია.
წინადადების მიღების ბოლო ვადა: 23 აგვისტოს 12:00 საათი
წინადადების მიღების ადგილი: დ. გურამიშვილის გამზირი #84, ადმინისტრაციული შენობის ოთახი #216.
კონკურსში გამარჯვების კრიტერიუმია: ყველაზე მაღალი ფასის შემოთავაზება, პრეტენდენტის დახასიათება და და სამუშაო გამოცდილება, სამუშაოების შესრულება უმოკლეს ვადაში.
კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია:
- საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შენობა-ნაგებობის დემონტაჟისათვის საჭირო ტექნიკისა და მუშა ხელის დაქირავება;
- გვერდითა შენობების დაუზიანებლად განახორციელოს შენობა-ნაგებობის დემონტაჟი 0.00 ნიშნულის ზემოთ;
- დემონტაჟის დროს არ დააზიანოს შენობა-ნაგებობაში მდებარე დაზგა-დანადგარები;
- შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისათვის საჭირო დაზგა-დანადგარების (დანართი #1) დემონტაჟი და გადატანა შიდა ტერიტორიის მითითებულ ადგილზე;
- შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შემდეგ დარჩენილი დაზგა-დანადგარები (დანართი #2) შეისყიდოს ჯართის საბაზრო ღირებულებით;
- შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დასრულების შემდეგ უზრუნველყოს არსებული ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება;
- შენობა-ნაგებობის დემონტაჟისას დაიკისროს უსაფრთხოების წესების და პირობების სრული დაცვა და პასუხისმგებლობა;
- ყველა სხვა კონკრეტული პირობები გაიწერება პრეტენდენტთან გასაფორმებელ ორმხრივ ხელშეკრულებაში.
შემსყიდველის უფლება-მოვალეობები:
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ინტერესთა გამოხატვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე.
დანართი #1
საზოგადოებაში დასატოვებელი და მითითებულ ადგილზე გადასატანი დანადგარების ჩამონათვალი
დანართი #2
ჯართის სახით სარეალიზაციო დანადგარების ჩამონათვალი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ. 5 99 79 11 32, 5 77 003 707