სს "ელმავალმშენებელი" 2016 წლის 19 მაისიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2016 წლის 19 მაისიდან აცხადებს აუქციონს სხვადასხვა სახის ჯართის და  ამორტიზირებული ავტომობილის რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1 – სპილენძის ჯართი:

     სუფთა ჯართი – სავარაუდოდ 2900კგ.±30% –  საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 11078 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

     კოლექტორების ჯართი – სავარაუდოდ 2200კგ.±30% –  საწყისი სააუქციონო ფასი 11%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 7479,56 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

     გრაგნილების და კოჭების ჯართი – სავარაუდოდ 1800კგ.±30% –  საწყისი სააუქციონო ფასი 18%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 5638,32 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

     მაღალი ძაბვის სადენების ჯართი – სავარაუდოდ 440კგ.±30% –  საწყისი სააუქციონო ფასი 43%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 958,06 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

     დაბალი ძაბვის სადენების ჯართი – სავარაუდოდ 900კგ.±30% –  საწყისი სააუქციონო ფასი 60%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 1375,20 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე; 

     ლოტზე ვაჭრობის ბიჯი – 10 ცენტი 1 კილოგრამ ჯართზე.

  • ლოტი № 2 – შავი ლითონის ჯართი:
      შავი ლითონის ბურბუშელას ჯართი – სავარაუდოდ 40ტ.±30% –  საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 4000 ლარს დ.ღ.გ.–ს გარეშე;

     ლოტზე ვაჭრობის ბიჯი – 10 ცენტი 1 კილოგრამ ჯართზე.

  • ლოტი № 3:
     ამორტიზირებული მეორადი ავტომობილი МАЗ 500 – გამოშვებულია 1969წ. – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 1500 ლარს დ.ღ.გ.–ს ჩათვლით;
   
    
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე", ლოტის ღირებულების
10%-ის ოდენობით დ.ღ.გ.–ს გარეშე შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.

     დოლარის ლარში გაანგარიშება მოხდება აუქციონის ჩატარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
     წაგების შემთხვევაში "ბე" მონაწილეს დაუბრუნდება უკან. ლოტში კონკურენტის გარეშე მონაწილე პრეტენდენტი ავტომატურად გამოცხადდება გამარჯვებულად.

     მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.

     აუქციონში მოგებული ლოტი #1 განსაზღვრული ჯართის გადაწონვა განხორციელდება სს "ელმავალმშენებელის" ელექტრონულ სასწორზე, ხოლო ლოტი #2 განსაზღვრული ჯართის გადაწონვა განხორციელდება საზოგადოების ფარგლებს გარეთ, წინასწარ შეთანხმებულ სასწორზე.

     აუქციონში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია თავისი ხარჯებით უზრუნველყოს მოგებული საქონლის დატვირთვა თავისივე ხარჯებით დაქირავებულ სატრანსპორტო საშუალებაში, საზოგადოების ტერიტორიიდან გადატვირთვა და გადაიხადოს გარე სასწორზე აწონვის ღირებულება.

     სხვა კონკრეტული დეტალები დაზუსტებული იქნება პრეტენდენტთან გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებაში.
    
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2016 წლის 23 მაისს 1530 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (დედანი).
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
     აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 93 922 802, 5 77 003 707
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.