სს "ელმავალმშენებელი" 2016 წლის 04 მარტიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2016 წლის 04 მარტიდან აცხადებს აუქციონს მის საკუთრებაში არსებული შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართის (სავარაუდოდ 100±25 ტონა) და ორი ერთეული ამორტიზირებული ავტომობილის რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1:
     შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართის – სავარაუდოდ 100±25 ტონა –  1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 180 ლარს დ.ღ.გ.–ს ჩათვლით;

  • ლოტი № 2:
     ამორტიზირებული ავტომობილი Toyota Land Cruiser – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 6800 ლარს დ.ღ.გ.–ს ჩათვლით;
    
ამორტიზირებული ავტომობილი Nissan Patrol GR – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 2200 ლარს დ.ღ.გ.–ს ჩათვლით;
   
    
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე", ლოტის ღირებულების
10%-ის ოდენობით დ.ღ.გ.–ს ჩათვლით შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.

     მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.
    
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2016 წლის 14 მარტს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (დედანი).
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
     აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 93 922 802, 5 77 003 707, 5 77 003 521
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.