სს "ელმავალმშენებელი" 2016 წლის 16 თებერვლიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2016 წლის 16 თებერვლიდან აცხადებს აუქციონს მის საკუთრებაში არსებული წარმოებისათვის გამოუსადეგარი ჯოჯგინა ამწის სავალი R-43 ტიპის რელსის რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1:
     წარმოებისათვის გამოუსადეგარი ჯოჯგინა ამწის სავალი R-43 ტიპის რელსი – სავარაუდოდ 40 - 50 ტონა –  1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 120 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

     აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე", ლოტის ღირებულების
10%-ის ოდენობით (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს ჩათვლით შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.

     მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.
     აუქციონის ბიჯი – 2 აშშ დოლარი.
     საქონლის საკონტროლო აწონვას დაესწრება ორივე მხარის წარმომადგენელი

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2016 წლის 23 თებერვალს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (დედანი).
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
     აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 93 922 802, 5 77 003 707, 265 31 42, 265 33 77
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.