სს "ელმავალმშენებელი" 2015 წლის 23 ოქტომბრიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2015 წლის 23 ოქტომბრიდან აცხადებს აუქციონს ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1 – სპილენძის ჯართი:
     სუფთა ჯართი – სავარაუდოდ 11 600 კგ. –  საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 50 166,52 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
     მაღალი ძაბვის სადენები
სავარაუდოდ 6 200 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი 43%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 15 283,62 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
     დაბალი ძაბვის სადენები
სავარაუდოდ 3 800 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი 60%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 6 573,62 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
     კოჭები, სექციები, კოლექტორები 
სავარაუდოდ 21 000 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი 18%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 74 472,30 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
    
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე", რომელიც წაგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან, ლოტის №1 სავარაუდო საერთო საწყისი ღირებულების, 146 496,06 დოლარი
(ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე, 10% – 14 649,617 დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე, შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.

     მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.
     ფერადი ლითონის ჯართის გადაწონვა განხორციელდება სს "ელმავალმშენებელის" ჯართის საწყობის სასწორზე.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2015 წლის 29 ოქტომბერს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (დედანი).
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
     აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 93 922 802, 5 77 003 707, 265 31 42, 265 33 77
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.