სს "ელმავალმშენებელი" 2015 წლის 2 ივნისიდან აცხადებს კონკურსს.


სს "ელმავალმშენებელი" 2015 წლის 2 ივნისიდან აცხადებს კონკურსს.

ლოტი #1:
2440 ერთეული მოწყობილობის დამცავი დამიწების კონტურის შემოწმების მომსახურეობის შესყიდვის შესახებ:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სამუშაოების შესრულების ლიცენზია და გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა წერილობით უნდა მიმართოს სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმომქმედ საკონკურსო და სააუქციონო კომისიას. პრეტენდენტს უფლება აქვს კონკურსამდე ადგილზე გაეცნოს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობას.

კონკურსში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით;
2. შესაბამისი სამუშაოს შესრულების ლიცენზია (ლიცენზიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტის წინადადება იქნება დისკვალიფიცირებული);
3. შესასრულებელი მომსახურეობის გაწევის ღირებულება;
4. პირადობის მოწმობის ასლი;
5. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით;
6. იურიდიულმა პირებმა დამატებით უნდა წარმოადგენენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შემდეგ.

ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 10:00–დან 15:00–საათამდე. (ქ. თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
კონკურსი გაიმართება 2015 წლის 12 ივნისს 12:00 საათზე შემდეგ  მისამართზე: ქ. თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის Ш სართული, ოთახი №313.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე დაბალი ფასის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:
ვებ–გვერდი: www.glmf.ge; tel. 265 33 77, 5 14  30 88 33, 5 99 61 06 03, 5  77 00 37 07

სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმომქმედი საკონკურსო და სააუქციონო კომისია.