სს "ელმავალმშენებელი" 2015 წლის 27 მარტიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2015 წლის 27 მარტიდან აცხადებს აუქციონს შავი ლითონის ჯართის და სხვადასხვა არალიკვიდების რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი №1:

             ელ.ძრავა 5-3-51 – 151 ცალი – 1 ცალის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 100 ლარს დ.ღ.გ.–ს გარეშე;

             ელ.ძრავა 5-3-51 – 24 ცალი – 1 ცალის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 150 ლარს დ.ღ.გ.–ს გარეშე;

             ელ.ძრავა 3ДТ-52 – 421 ცალი – 1 ცალის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 130 ლარს დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი №2:

               შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართი (მეორადი მილი Ф270) – სავარაუდოდ 20 ტონა – 1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 300 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი №3:

               შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართი – სავარაუდოთ 100 ტონა – 1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 145 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი №4:

               თითბერის ფურცელი 0,8 – სავარაუდოდ 200კგ.– 1კგ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 20,77 ლარს დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი №5:

               სპილენძის ფურცელი 0,5 – სავარაუდოდ 150კგ.– 1კგ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 27,46 ლარს დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი №6:

               დრობი – სავარაუდოდ 4,5 ტონა – 1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 500 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

    
 აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე" (ლოტის ღირებულების 10%), რომელიც წაგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან.
გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.

     მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1300 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2015 წლის 02 აპრილს 1200 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, ლოტის მითითებით, მონაწილეზე ზოგადი ინფორმაციის 
         გათვალისწინებით (მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით).
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ განახლებული ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
     აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 14 30 88 33,  5 93 922 802,  5 77 003 707
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი
საკონკურსო და სააუქციონო კომისია.