სს "ელმავალმშენებელი" 2014 წლის 27 ოქტომბრიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2014 წლის 27 ოქტომბრიდან აცხადებს აუქციონს  P-50 და P-65 მეორადი რელსის რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1:

P-50 და P-65 მეორადი რელსი – სავარაუდოდ 175 ტონა – 1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 320 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

მყიდველი ვალდებულია თავისი ხარჯებით მოახდინოს ლიანდაგის დემონტაჟი, ტრანსპორტის და მუშა ხელის დაქირავება, დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი რელსის დაჭრა, დატვირთვა და საზოგადოების ტერიტორიიდან გატანა.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე" (ლოტის ღირებულების 10%), რომელიც წაგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან.

გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:
USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.


მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2014 წლის 31 ოქტომბერს 1200 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული ოთახი
№219.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, ლოტის მითითებით, მონაწილეზე სრული ინფორმაციის 
         გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ განახლებული ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
    აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 77 43 47 42,  5 93 922 802,  5 77 003 707
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.