სს "ელმავალმშენებელი" 2014 წლის 22 აგვისტოდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2014 წლის 22 აგვისტოდან აცხადებს აუქციონს შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1:

            შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართი (24 ვაგონი–პლათფორმა და ერთი თბომავალი ტგმ–4)სავარაუდოთ 520ტ. – 1ტ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 235 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 2:

            შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართი (ხიდური ამწეები)სავარაუდოთ 100ტ. – 1ტ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 235 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 3:

            შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართი (ჯოჯგინა ამწეები)სავარაუდოთ 50ტ. – 1ტ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 235 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 4:

           შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართი (დიდი დიამეტრის ტრუბები)სავარაუდოთ 50ტ. – 1ტ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 500 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 5:

            მეორადი რელსისავარაუდოთ 40ტ. – 1ტ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 300 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 6:

            სსპილენძის სუფთა ჯართისავარაუდოთ 0,865ტ. – 1ტ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 6000 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 7:

           კოჭები, სექციები, კოლექტორებისავარაუდოთ 0,867ტ. – 1ტ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 4920 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;


     #1, 2, 3, 4, 5 ლოტების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია თავისი ხარჯებით მოახდინოს თრანსპორტის და მუშა ხელის დაქირავება, ჯართის დაჭრა, დატვირთვა და საზოგადოების ტერიტორიიდან გადატვირთვა.
      აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე" (ლოტის ღირებულების 10%), რომელიც წაგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან.
გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.


მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2014 წლის 27 აგვისტოს 1200 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული
.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, ლოტის მითითებით, მონაწილეზე სრული ინფორმაციის 
         გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
    აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 77 43 47 42,  5 93 922 802,  5 77 003 707
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.