სს "ელმავალმშენებელი" 2014 წლის 1 მაისიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2014 წლის 1 მაისიდან აცხადებს აუქციონს შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1:

             შავი ლითონის ბურბუშელას ჯართი – სავარაუდოთ 50 ტონა – 1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 2:

               დატვიფრვის შედეგად მორჩენილი 0,35 - 05 მმ სისქის შავი ლითონის ჯართი სავარაუდოთ 50 ტონა – 1 ტონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი №3:

               შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართი (აკუმლატორები) სავარაუდოთ 1 000 კგ. – 1 კგ. საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 1 ლარს დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი №4 - სპილენძის ჯართი:

               სუფთა ჯართი სავარაუდოთ 9 125 კგ. და კოჭები, სექციები, კოლექტორები სავარაუდოთ 2 653 კგ.  საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება აუქციონის ჩატარების დღეს ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებულ ოფიციალურ ფასზე 18%-ის გამოკლებით აშშ დოლარში (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

     აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე" (ლოტის ღირებულების 10%), რომელიც წაგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან.
გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.


მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2014 წლის 27 მაისს 1600 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული, ოთახი
№313 .

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, ლოტის მითითებით, მონაწილეზე სრული ინფორმაციის 
         გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
     აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 77 43 47 42,  5 77 55 10 34,  5 77 003 707
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.