სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 29 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსებს.


სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 29 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსებს.

სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 29 ოქტომბრიდან აცხადებს კონკურსებს:

1. 75 ტონა ტვირთამწეობის ხიდური ამწის 300 მეტრი სიგრძის სავალი გზის განახლების სამუშაოების მომსახურების შესყიდვის შესახებ;
2. სამანქანო საამქროში 1360 კვადრატული მეტრი მოზაიკური იატაკის მოწყობის სამუშაოების მომსახურების
შესყიდვის შესახებ;
3. თბომავლის ტგმ–23ბ კაპიტალური შეკეთების (დიზელის ძრავის ახლით შეცვლის) მომსახურების
შესყიდვის შესახებ;
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა წერილობით უნდა მიმართოს სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმომქმედ საკონკურსო და სააუქციონო კომისიას. პრეტენდენტს უფლება აქვს კონკურსამდე ადგილზე გაეცნოს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობას.

კონკურსში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით;
2. შესაბამისი სამუშაოს შესრულების გამოცდილება(ხელშეკრულება ან/და მიღება–ჩაბარების აქტები);
3. შესასრულებელი მომსახურეობის გაწევის ღირებულება;
4. პირადობის მოწმობის ასლი;
5. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით;
6. იურიდიულმა პირებმა დამატებით უნდა წარმოადგენენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შემდეგ.

ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 10:00–დან 15:00–საათამდე. (ქ. თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
კონკურსი გაიმართება 2013 წლის 11 ნოემბერს 16:00 საათზე შემდეგ  მისამართზე: ქ. თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის Ш სართული, ოთახი №313.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე დაბალი ფასის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:
ტელ: ლოტებზე #1 და #2 – 577488010; ლოტზე #3 – 577434742;
საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით – 577551034, 577003707.
ვებ–გვერდი: www.glmf.ge;

 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმომქმედი საკონკურსო და სააუქციონო კომისია.