სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 23 აგვისტოდან აცხადებს კონკურსს.


სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 29 აგვისტოდან აცხადებს კონკურსებს.

1. სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 23 აგვისტოდან აცხადებს კონკურსს 2458 დაზგა–დანადგარის, ელ.მოწყობილობის და 22 ქვესადგურის დამცავი დამიწების კონტურის ლაბორატორიული გაზომვა–შემოწმების
   მომსახურეობის შესყიდვის შესახებ.
2. 52 ერთეული სხვადასხვა ტვირთამწეობის ხიდური ამწეების შემოწმება ტექნიკურ მდგომარეობაზე კვლევის ურღვევი კონტროლის მეთოდით, ამწის ნიველირება და სავალი გზის ნიველირება. (გამოცდა: ტვირთამწეობაზე სტატისტიკურ და დინამიურ მდგომარეობაზე) მომსახურეობის შესყიდვის შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სამუშაოების შესრულების ლიცენზია.
კონკურსში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა წერილობით უნდა მიმართოს სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმომქმედ საკონკურსო და სააუქციონო კომისიას. პრეტენდენტს უფლება აქვს კონკურსამდე ადგილზე გაეცნოს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობას.

კონკურსში მონაწილეობისათვის პრეტენდენტებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით;
2. შესაბამისი სამუშაოს შესრულების ლიცენზია (ლიცენზიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტის წინადადება იქნება დისკვალიფიცირებული);
3. შესასრულებელი მომსახურეობის გაწევის ღირებულება;
4. პირადობის მოწმობის ასლი;
5. მინდობილობათუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით;
6. იურიდიულმა პირებმა დამატებით უნდა წარმოადგენენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შემდეგ.

ინფორმაცია კონკურსის ჩატარების შესახებ:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 10:00–დან 15:00–საათამდე. (ქ. თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
კონკურსი გაიმართება 2013 წლის 6 სექტემბერს 16:00 საათზე შემდეგ  მისამართზე: ქ. თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის Ш სართული, ოთახი №313.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე დაბალი ფასის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:
ვებ–გვერდი: www.glmf.ge; tel. 265 31 34, 265 33 77, 5 77 55 10 34, 5 99 61 06 03, 5 99 24 17 46

 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმომქმედი საკონკურსო და სააუქციონო კომისია.