სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 8 მარტიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 8 მარტიდან აცხადებს აუქციონს შავი ლითონის ჯართის და ჟანგბადის ბალონების რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1:

             შავი ლითონის ბურბუშელას ჯართი – სავარაუდოთ 30 ტონა – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 3 210 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 2:

               დატვიფრვის შედეგად მორჩენილი 0,35-0,5 მმ შავი ლითონის ჯართი – სავარაუდოთ 10 ტონა – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 1 830 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 3:

               შავი ლითონის არაგაბარიტული ჯართი – სავარაუდოთ 150 ტონა – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 29 850 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

  • ლოტი № 4:

               ჟანგბადის ბალონი 400-20  ГОСТ 9731-79 – 48 ცალი – საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 28 800 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

    
 აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე" (ლოტის ღირებულების 10%), რომელიც წაგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან.
გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.

     მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2013 წლის 21 მარტს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, ლოტის მითითებით, მონაწილეზე სრული ინფორმაციის 
         გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
     აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 77 43 47 42,  5 93 922 802,  5 77 003 707
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.