სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 13 თებერვლიდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2013 წლის 13 თებერვლიდან აცხადებს აუქციონს ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციის შესახებ.

  • ლოტი № 1 – სპილენძის ჯართი:
    
     სუფთა ჯართი
– სავარაუდოთ 5 102 კგ. –  საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 34 693,6 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;

     მაღალი ძაბვის სადენები
სავარაუდოთ 3 330 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი 43%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 12 907,08 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
     დაბალი ძაბვის სადენები
სავარაუდოთ1 367 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი 60%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 3 718,24 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
     კოჭები, სექციები, კოლექტორები 
სავარაუდოთ 6 635 კგ. – საწყისი სააუქციონო ფასი 18%–იანი დანაკარგის გათვალისწინებით შეადგენს 36 996,76 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
    
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
     აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს "ბე", რომელიც წაგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან, ლოტის №1 სავარაუდო საერთო საწყისი ღირებულების, 88 315,68 დოლარი
(ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე, 10% – 8 831,57 დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე, შემდეგ რეკვიზიტებზე:

USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი:
BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.

     მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
     აუქციონი გაიმართება 2013 წლის 5 მარტს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
     1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის 
         გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
     2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
     3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
     4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
     5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
     აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
 
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:

ტელ. 5 77 43 47 42,  5 93 922 802,  5 77 003 707
                                                                                                  


 სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.