სს "ელმავალმშენებელი" 2012 წლის 21 სექტემბრიდან აცხადებს აუქციონს


     სააქციო საზოგადოება"ელმავალმშენებელი" 2012 წლის 21 სექტემბრიდან აცხადებს საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო აუქციონს;
     აუქციონზე გასაყიდად წარმოდგენილი იქნება არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, დ. გურამიშვილის გამზირი #84.
     აუქციონზე გასაყიდი ქონების მახასიათებელი რეკვიზიტებია:
ნაკვეთის საკუთრების ტიპი – საკუთრება;
ნაკვეთის ფუნქცია – არასასოფლო–სამეურნეო;
დაზუსტებული ფართობი – 4017 კვ.მ;
სარეგისტრაციო ზონა – ქ. თბილისი, კოდი 01; სექტორი: ნაძალადევი, კოდი 12; კვარტალი 01; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 01.12.01.003.080

     საწყისი გასაყიდი ფასი 210000 (ორას ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, აუქციონის ჩატარების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.
     აუქციონის "ბე" თანხა – 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, აუქციონის ჩატარების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით;
     "ბიჯის ოდენობა" – 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, აუქციონის ჩატარების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.

     აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყება 2012 წლის 21 სექტემბერს და გაგრძელდება 2012 წლის26 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე შაბათ–კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე სააქციო საზოგადოება "ელმავალმშენებელი"–ს ადმინისტრაციულ შენობაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. #84, მე–2 სართული, მარკეტინგის განყოფილება, ოთახი #216.

     
საჯარო აუქციონი ჩატარდება 2012 წლის 27 სექტემბერს, 15:00 საათზე მისამართზე, ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. #84, მე–3 სართული, ოთახი #313.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველი პირის შესახებ;

ბ) "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს – სს "საქართველოს ბანკში", სს "ელმავალმშენებლის" საბანკო ანგარიშზე: GEL-account: ბანკის კოდი: BAGAGE22 (№GE59BG0000000298256900);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) და უფლებამოსილი პირის (დირექტორის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია
ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყის ფასზე "ბიჯის" დანამატით მიღებული თანხის) გადახდა.

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, მას ერთი კვირის ვადაში უკან დაუბრუნდება "ბე"–ს სახით გადახდილი თანხა. გამარჯვების შემთხვევაში კი გამარჯვებულ მონაწილეს "ბე" ჩაეთვლება გადასახდელი თანხის ნაწილად.


აუქციონის პირობები:

აუქციონზე გამოტანილი 4017მ
2  მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სს "ელმავალმშენებლის" საკუთრებაში არსებულ დაუტვირთავ მიწის ნაკვეთს; იგი მდებარეობს სს "ელმავალმშენებლის" კუთვნილი საიარაღო საამქროსსაწარმოო კორპუსის ჩრდილოეთ მხარეს, მასზე არ არის აღმართული რაიმე სახის შენობა–ნაგებობა, იგი არის უფლებრივად უნაკლო – არ არის დატვირთული ან/და დაყადაღებული, არ არის სადავო, თავისუფალია მესამე პირის უფლებებისაგან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყიდება შემდეგი სავალდებულო პირობებით: 
          1. შემძენი ვალდებულია მიწის ნაკვეთი გადაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა შეძენილი მიწის ნაკვეთის პერიმეტრზე, სს "ელმავალმშენებელის" მომიჯნავედ (გარდა მე–9 საამქროს მიმდებარე ტერიტორიისა) აღმართოს სასაზღვრო მიჯნა – არანაკლებ 2,4 მეტრი სიმაღლის გამყოფი კაპიტალური ღობე (რკინა–ბეტონის ფილებით) და ზედ შემოვლებული დამცავი ეკლიანი მავთულით;
          2. შემძენი ვალდებულია ითმინოს შეძენილ მიწის ნაკვეთზე დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეში გამავალი სს "ელმავალმშენებელის" კუთვნილი ელექტროგაყვანილობის კაბელისა და საჟანგბადე მილის არსებობა. აღნიშნული მილისა და საჟანგბადე მილის არსებობა. აღნიშნული მილისა და კაბელის დაზიანების შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება ეკისრება სს "ელმავალმშენებელს". იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის შემძენი გადაწყვეტს საჟანგბადე მილისა და ელექტროგაყვანილობის კაბელის გადატანას თავისი მიწის ნაკვეთიდან, მან ეს უნდა გააკეთოს საკუთარი სახსრებითა და ძალებით, სს "ელმავალმშენებელთან" წინასწარ შეთანხმებულ ადგილსა და ვადაში.
     პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ერთი წლის ვადაში სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუქციონის შედეგები ჩაითვლება გაუქმებულად, გასხვისებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება ისევ სს "ელმავალმშენებელს", ხოლო შემძენს მის მიერ გადახდილი მიწის ნაკვეთის საფასური დაუბრუნდება მიწის ნაკვეთის შემდგომი (ხელახალი) რეალიზაციის შედეგად თანხის სს "ელმავალმშენებელის" ანგარიშზე დარიცხვის შემდეგ, პირგასამტეხლოს სახით მის მიერ გადახდილი თანხის 10%–ის გამოკლებით. ამასთან, შემძენს არ აუნაზღაურდება მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე (ასეთის არსებობის შემთვევაში) გაწეული ხარჯები.
     შემძენი გათავისუფლდება პირგასამტეხლოს გადახდისაგან, თუკი დაამტკიცებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორს–მაჟორული გარემოებით, როგორიცაა ომი, სტიქიური უბედურება, ეპიდემია, სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი და ა.შ.  იმ შემთვევაში, თუ  მხარეები ვერ შეთანხმდნენ ამა თუ იმ მოვლენის ფორს–მაჟორულ გარემოებად მიჩნევის თაობაზე, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია წარმოადგინოს საქართველოსსავაჭრო–სამრეწველო პალატის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი. ფორს–მაჟორი შემძენს ათავისუფლებს მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან და არა ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო წინამდებარე აუქციონის პირობებით დადგენილი სხვა შედეგებისაგან.
     თავის მხრივ, სს "ელმავალმშენებელი" იღებს ვალდებულებას მე–9 საამქროს  მიმდებარედ არსებული ესტაკადის გასწვრივ უზრუნველყოს სასაზღვრე მიჯნის აღმართვა, ამასთან საშენ მასალად გამოიყენოს არსებული კედლის ფილები. გარდა აღნიშნულისა, სს "ელმავალმშენებელი" იღებს ვალდებულებასდ და აცხადებს, რომ ის თანახმაა მიწის ნაკვეთის ახალმა მესაკუთრემ:
     1. სასაზღვრე მიჯნის აღსამართად საჭირო საშენი მასალის შემოტანის მიზნით ისარგებლოს სს "ელმავალმშენებელის" ტერიტორიით;
     2. უსასყიდლოდ ისარგებლოს სს "ელმავალმშენებელის" საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებით (არსებულ სისტემებს მიუერთოს თავისი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, გასასხვისებელი ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე საკანალიზაციო ჭის მეშვეობით); ამასთან, ახალი მესაკუთრე ვალდებულია აღნიშნულ (თავის) სისტემებს მიმდინარე მომსახურება გაუწიოს საკუთარი ხარჯით;
     3. მიწის ნაკვეთის გადაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგია მიიღოს სს "ელმავალმშენებელის" საკუთრებაში არსებული, მე–9 საამქროსთან მდებარე სარეზერვო 1000კვტ–იანი ტრანსფორმატორიდან, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, სს "თელასიდან" ტექნიკური პირობის მოპოვების შემდეგ, საკუთარი მრიცხველის დამონტაჟების ვალდებულებით; მყიდველი ვალდებულია სარეზერვო ტრანსფორმატორიდან შეძენილ მიწის ნაკვეთამდე ელექტროენერგიის გაყვანა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯით და თავის ელექტროგაყვანილობას თავად გაუწიოს მიმდინარე მომსახურება, სარეზერვო ტრანსფორმატორის საიჯარო ქირისა და პირობების შესახებ მხარეები შეთანხმდებიან დამატებით.
    
     აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, შემძენი ვალდებულია საჯარო აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში აუქციონის შედეგები ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო აუქციონში გამარჯვებული დაკარგავს გადახდილ "ბე"–ს.
     ქონების საჯარო აუქციონის ფორმით შესყიდვისას ქონებიოს შემძენზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.
     ზემოაღნიშნული ყველა პირობა ასახული იქნება მხარეთა შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
    
     დამატებითი ინფორმაციის მისაღება მიმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი #84.
     საკონტაქტო პირები: დავით გორგოძე (მობ. 577 55 10 34), თეა თურქია (მობ. 555 123 183).