სს "ელმავალმშენებელი" 2011 წლის 11 აგვისტოდან აცხადებს აუქციონს.


სს "ელმავალმშენებელი" 2011 წლის 11 აგვისტოდან აცხადებს აუქციონს 25 მმ აცეიდის რეალიზაციის შესახებ.
რაოდენობა – 120 ცალი, ზომა – 160სმ×120სმ
     1 (ერთი) ცალი აცეიდის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 140 ლარს დ.ღ.გ.–ს ჩათვლით.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
მყიდველი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც კონკრეტულად განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების გეგმა–გრაფიკი და ანგარიშსწორების პირობები.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000-დან 1500-საათამდე. (ქ.თბილისი, გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული).
აუქციონი გაიმართება 2011 წლის 30 აგვისტოს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.

2. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
3. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
4. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის შესახებ შეიძლება მიიღოთ:
ტელ. 265 31 42, 5 77 43 47 42

სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სატენდერო და სააუქციონო კომისია.