სს "ელმავალმშენებელი" 2011 წლის 29 ივნისიდან აცხადებს აუქციონს.


     სს "ელმავალმშენებელი" 2011 წლის 29 ივნისიდან აცხადებს აუქციონს ქარხნის საქვაბეში მდებარე 5 ცალი ქვაბის: 3 ცალი ДКВР-10-13 და 2 ცალი ВВД-6,5/13 ქვაბების აგურებისაგან გამონთავისუფლებაზე და გამონთავისუფლებული აგურის რეალიზაციის შესახებ.
გამონთავისუფლებული (მეორადი) წითელი და შამოტის აგურის საორიენტაციო რაოდენობაა 150000 (ასორმოცდაათი ათასი) ცალი.
     1 (ერთი) ცალი მეორადი აგურის საწყისი სააუქციონო ფასი დემონტაჟის გათვალისწინებით შეადგენს 0,4 ლარს დ.ღ.გ.–ს ჩათვლით.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
მყიდველი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში აუქციონის ჩატარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც კონკრეტულად განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების გეგმა–გრაფიკი და ანგარიშსწორების პირობები.

ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000-დან 1500-საათამდე. (ქ.თბილისი, გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული).
აუქციონი გაიმართება 2011 წლის 18 ივლისს 1500 საათზე შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.

აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, მონაწილეზე სრული ინფორმაციის გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.

2. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
3. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
4. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის შესახებ შეიძლება მიიღოთ:
ტელ. 265 10 34, 8 77 55 10 34, 8 77 48 80 10

სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სატენდერო და სააუქციონო კომისია.