Auctions and Tenders

ახალი ელმავლის და ბუსტერული სექციის პრეზენტაცია.

2013-07-05
მიმდინარე წლის 6 ივნისს სს "ელმავალმშენებელში" სს "საქართველოს რკინიგზისათვის" ჩატარდა ახალი 8ე1 რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავლის და ვლ–11 ელმავლისათვის ბუსტერული სექციის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები. სტუმრებს დაათვალიერებინეს ქარხნის სხვადასხვა საამქროოები და გააცნეს ელმავლის აშენების ძირითადი ეტაპები.