სს "ელმავალმშენებელი" 2014 წლის 18 ივნისიდან აცხადებს აუქციონს.
სს "ელმავალმშენებელი" 2014 წლის 18 ივნისიდან აცხადებს აუქციონს 400 ლიტრიანი ჟანგბადის ბალონების რეალიზაციის შესახებ.
400 ლიტრიანი ჟანგბადის ბალონი (ტექნიკური მონაცემები: გამოსაცდელი წნევა – 300ატმ; სამუშაო წნევა – 200ატმ; ამჟამად სამუშაო წნევა დაწეულია 150ატმ–მდე; წონა – 803კგ., გამოშვების წლები 1979-1981წწ.) – 48 ცალი.
ერთი ბალონის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს 1 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარებში) დ.ღ.გ.–ს გარეშე;
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველმა უნდა გადაიხადოს
"ბე" (ლოტის ღირებულების 10%), რომელიც წაგების შემთხვევაში დაუბრუნდება უკან.
გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:
USD-Account:
Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33,
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia,
Beneficiary: JSC ELMAVALMSHENEBELI,
Account: GE59BG0000000298256900.
GEL-Account:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: სს "ელმავალმშენებელი"
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000298256900.
მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 7 (შვიდი) კალენდარული
დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე მოგებული საქონლის საბოლოო
გასაყიდი მთლიანი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა
საკუთრების უფლება საქონელზე და "ბე" არ დაუბრუნდება.
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ:
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება ყოველ დღე უქმი დღეების გარდა, 1000 - დან 1500 - საათამდე. (ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის II სართული, ოთახი №216).
აუქციონი გაიმართება 2014 წლის 01 ივლისს 1200 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 84, ადმინისტრაციული შენობის III სართული.
აუქციონში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, ლოტის მითითებით, მონაწილეზე სრული
ინფორმაციის
გათვალისწინებით, მისამართის და საკონტაქტო ტელეფონის
მითითებით.
2. "ბე"–ს გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.
3. პირადობის მოწმობის ქსერო ასლი.
4. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა თუ იგი მოქმედებს სხვისი სახელით.
5. იურიდიულმა პირებმა დამატებით წარმოადგინონ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
დამატებითი ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ:
ტელ. 5 77 48 80 10, 5 93 922 802, 5 77 003 707
სს "ელმავალმშენებელის" მუდმივმოქმედი სააუქციონო და საკონკურსო კომისია.