Ремонт Ремонт

დღევანდელ დღეს ელმავლების დიდი რაოდენობა არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნილებებს, რომლებსაც მოითხოვს ახალი თაობის ტექნიკა როგორც ეკონომიური და საიმედოობის თვალსაზრისით, ასევე სალოკომოტივო ბრიგადების მუშაობის პირობებით.

მაგრამ, თუ შესაძლებელია ახალი ელმავლის შეძენა – ძველის ჩამოწერა არ ღირს. კაპიტალური შეკეთება და მოდერნიზაცია განახლების ღირსეული საშუალებაა მოძრავი შემადგენლობისათვის. კვანძების და ლოკომოტივის აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურად და მორალურად ძველდება უფრო მალე, ვიდრე მთლიანად მანქანა. ინვესტიციები კაპიტალურ შეკეთებაზე და მოდერნიზაციაზე უზრუნველყოფს ლოკომოტივის ექსპლუატაციის ვადების გაზრდას 15-17 წლით.

სს "ელმავალმშენებელი" წარმატებით ანხორციელებს სხვადასხვა მოდიფიკაციის მაგისტრალური და სამრეწველო ელმავლების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას. სალოკომოტივო პარკის მოდერნიზაცია მიმართულია ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესებაზე და საიმედოობის ამაღლებაზე.

ჩვენ გთავაზობთ ჩვენი პროდუქციის ყოველ სახეობაზე შესაბამის მოდერნიზაციის პროგრამებს. ყოველი კონკრეტული შემკვეთისათვის პროგრამის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ეკონომიური ეფექტურობა და სამუშაოების ოპტიმალური ფასი, ყველაფერი დამოკიდებულია მანქანის ტექნიკურ მდგომარეობაზე და შემკვეთის მიზნებზე.

მოდერნიზაციის პროგრამა წამოადგენს კომპლექსურ გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩვენ აგრეთვე ვითვალისწინებთ თანამედროვე სანიტარულ ნორმებს. მემანქანის სამუშაო ადგილი პარალელურად პროექტდება ლოკომოტივის ტექნიკურ აღჭურვასთან ერთად.

ჩვენი პროგრამები სავსებით კონკურენტუნარიანია. მოდერნიზირებული ელმავლები გამოირჩევიან მაღალი საიმედოობით. ამის გარდა მნიშვნელოვნად მცირდება ტექნიკური მომსახურეობის მოცულობა